მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი
დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამებაში, საეკლესიო კრების დაწყებამდე.
მისივე თქმით, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილებისა და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე.
„ამავდროულად ეს მოვალეობა გვაძლევს ძალასა და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ერის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობითა და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ.
საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ.
1778489114
საზოგადოებასამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00...
1778488228
საზოგადოებამარიამ ლაშხი: სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განათლების რეფორმა განახორციელა და ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძა...
1778486616
საზოგადოებამეუფე იოანე პატრიარქის არჩევაზე: უფალი როგორც განაგებს, ის იქნება. მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა
უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ. მისი თქმით, მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა. „ვიმედოვნებთ, ყველაფე...
1778486151
საზოგადოებაშარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ
პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხ...
1778484710
საზოგადოებადეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება
ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება, - განუცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს. „ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკ...


























