შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა.

მხარეებმა გაიხსენეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში, ჟენევაში შედგა და დადებითად შეაფასეს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობაშიც გამოიხატება.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა პარლამენტის ადმინისტრაციებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. გამოიხატა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. დადებითად შეფასდა 2026 წლის იანვრიდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებით.

რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება.

მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მან, ასევე, განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან ღია დიალოგისთვის.

რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატა სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

შეხვედრა შედგა სლოვაკეთის რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სლოვაკეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და აღნიშნული კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფის წევრი რიმა ბერაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778491889

საზოგადოება

მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია

მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლი...

მეუფე შიო

1778491813

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი

დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სა...

მეუფე შიო

1778490873

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ინფ...

ამინდი  - ამინდი

1778489114

საზოგადოება

სამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00...

სამების ტაძარში

1778488228

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განათლების რეფორმა განახორციელა და ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძა...

მარიამ ლაშხი