მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას.
მეუფე შიომ აღნიშნა ისიც, რომ ილია მეორის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის
მომავალზე ფიქრი ავალდებულებს ყველას, განაგრძოს ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს – ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას, სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზედაც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.
სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა მეუფე შიომ.
1778489114
საზოგადოებასამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00...
1778488228
საზოგადოებამარიამ ლაშხი: სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განათლების რეფორმა განახორციელა და ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძა...
1778486616
საზოგადოებამეუფე იოანე პატრიარქის არჩევაზე: უფალი როგორც განაგებს, ის იქნება. მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა
უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ. მისი თქმით, მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა. „ვიმედოვნებთ, ყველაფე...
1778486151
საზოგადოებაშარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ
პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხ...
1778484710
საზოგადოებადეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება
ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება, - განუცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს. „ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკ...



























