ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები

გვსურს, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო, მოსაზრებების კარგი გაცვლა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.

„უახლოეს მომავალში მოლდოვაში ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები. გვსურს, შესაბამისი ფორმით დავარეგულიროთ ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ წინსვლისთვის მზად ვართ“,  – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778490873

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ინფ...

ამინდი  - ამინდი

1778489114

საზოგადოება

სამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზედაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00...

სამების ტაძარში

1778488228

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განათლების რეფორმა განახორციელა და ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძა...

მარიამ ლაშხი

1778486616

საზოგადოება

მეუფე იოანე პატრიარქის არჩევაზე: უფალი როგორც განაგებს, ის იქნება. მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა

უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ. მისი თქმით, მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა. „ვიმედოვნებთ, ყველაფე...

მეუფე იოანე

1778486151

საზოგადოება

შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ

პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხ...

თენგიზ შარმანაშვილი