„მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში“ - ექიმის რჩევები

„მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში“ - ექიმი სოფო ბერიძე სოციალურ ქსელში მოსაზრებას აქვეყნებს.

„მეგობრებო,მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში. არ გვაქვს სტატისტიკა და შესაბამისად, არც პაციენტმა და სამწუხაროდ არც ექიმმა არ იცის დაზუსტებით, თუ რომელი შტამით იავადა.

ყველაზე სწორი იქნებოდა, ინფლუენსერ ეპიდემიოლოგებს მინიმუმ საკუთარ გვერდებზე გამოექვეყნებინათ ტრენდის აღწერა, საიდანაც მოსახლეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმები, მივიღებდით ინფორმაციას პაციენტთა სტრუქტურის, რეინფიცირების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შესახებ.

ეპიდემიოლოგები დუმან. თუ ციფრები და სტატისტიკა არ გვაქვს, კლინიკურ დაკვირვებასა და სიმპტომებზე ორიენტირებას მაინც უნდა მივსდევდით. აქაც ისე მოხდა, რომ თითზე ჩამოსათვლელია ინფლუენსერი კლინიცისტები და მათგან ზოგი ,,საქმიანად'' და ღირსების ორდენის შესაბამისად დუმს და ის ერთი ისე ღაღადებს, ჭეშმარიტად სამარისებური დუმილი სჯობს.

არადა, საინტერესო, უცნაური და გასაანალიზებელია, რაც ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ხდება. ვაქცინირებულია მოსახლეობის 70%-ზე მეტი!

გადატანილი აქვს 60%-ზე მეტს!

ისევ პიკზე ვართ!

ისევ 0 თავისუფალი ინტენსიური საწოლი!ხვალ შესაძლოა გამოცხადდეს, რომ ინტენსიური ადგილი გამოჩნდა, მაგრამ დღევანდელი პაციენტისთვის ის დღეს იყო საჭირო. და ამ წრეზე ვტრიალებთ უკვე მესამე პიკზე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - 1 თვის შუალედში ომიკრონითვე რეინფიცირების უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება - რაც შეიძლება ნიშნავდეს რომ:

ა)ომიკრონის იმუნიტეტი არამყარი და ძალიან ხანმოკლეა (წყაროებში ეს ინფორმაცია არ იძებნება)

ბ) ომიკრონის ახალი შტამი ჩვენთან უკვე ფართოდ ცირკულირებს;

გ) პირველი ტესტი იყო მცდარი;დ) მეორე ტესტი არის მცდარი ხოდა, რადგან ტესტები და ციფრები არ არის ჩვენი ძლიერი მხარე, უნდა როგორმე გავიხსენოთ კოვიდამდელი მედიცინა, კლინიკური სურათით მართვა, დამძიმების ნიშნების ამოცნობა, პაციენტების ნერვების, ჯიბის დაზოგვა, რადიაციული გამოსხივების თავიდან აცილება - და ზოგადად, ადამიანების და არა მათი ანალიზების და ტომოგრაფიებით მკურნალობა.

მოდით ეს აბზაცი დავნომროთ და ბულეტებად ჩამოვწეროთ:  სიმპტომები - ხველა, ხმის შეცვლა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მომატება - ნიშნავს, რომ ხართ ავად!

ანუ გაქვთ ომიკრონი/დელტა/გრიპი/სხვა ვირუსი ან სულაც ბაქტერია - ხართ გადამდები და ხანდაზმული და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანისთვის ხართ საშიში!

იზოლირდით, მიიღეთ ბევრი სითხე, მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი - სამ დღეში კარგად იქნებით! 

თუ სიმპტომების არ გრძელდება 3-5 დღეზე მეტ ხანს, ტემპერატურული რეაქცია იხსნება, არ გაქვთ სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება, ქოშინი, ძლიერი ინტოქსიკაცია, ღებულობთ სითხეს და არ კარგავთ მას ძლიერი ოფლიანობის, ღებინების და ფაღარათის სახით - და რაც მთავარია დღითი დღე უკეთ ხდებით - ესე იგი თქვენ გაქვთ მსუბუქი მიმდინარეობა! 

მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება სისხლის ანალიზები! 

მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია! 

ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში გარკვეული შიში და უნდობლობა ჩამოყალიბდა საავადმყოფოში მკურნალობის მიმართ - განსაკუთრებით ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და მათი ახლობლები ცდილობენ საავადმყოფოში არ მოხვდნენ და ამით ხშირად გვიანდება პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა!

გთხოვთ, დაიმახსოვროთ - არ გადადოთ და მიმართეთ ჰოსპიტალს თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი:- ხართ ხანდაზმული, გაქვთ მძიმე გულის, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა, უმართავი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია და კოვიდის სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტხანს;- გაქვთ ძლიერი ინტოქსიკაცია - ჭარბი ოფლიანობა, დაბალი წნევა, ვერ ღებულობთ სითხეს, გაქვთ გულის წასვლის ეპიზოდები, ტკივილი გულმკერდში, ძლიერი, გაუსაძლისი თავის ტკივილი, ვერ გამოყოფთ შარდს და ან გაქვთ ხშირი ღებინება.

ასევე, გახსოვდეთ:უკვე არსებობს ის მედიკამენტი, რომელიც მაღალი რისკის შემთხვევაში გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ. ოღონდ ის ეფექტურია, მხოლოდ დაავადების საწყის ფაზაში - და რაც ადრე, მით უკეთესი!დასავლეთში ამ მედიკამენტის მისაღებად არ არის საჭირო პაციენტის სტაციონარში მოთავსება. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ მიიღოთ წამალი და მხოლოდ ამიტომაც ღირს რომ ხანმოკლე დროით სტაციონარში მოთავსდეთ.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ!თუ ჩვენ ბოლოს და ბოლოს გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას - გავიკეთოთ ნიღაბი! ვისწავლოთ იმ ნიშნების ამოცნობა, როცა პაციენტი კლინიკაშია წასაყვანი! ავიცრათ!“- წერს ექიმი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „თქვენო ღირსებავ… დღემდე თვალებიდან არ ამომდის ატირებული მოსამართლე“ – ნათია მეზვრიშვილი გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება

🔵 „ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … უყვარხარ დაიკოს“ – დღეს გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა

🔵 „ვილოცოთ, თამაზ მეჭიაური კომაშია და არ ვიცით რა იქნება” – რა ინფორმაციას აქვეყნებს მაკა რაზმაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789848693

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ - ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია

„ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საკუთარ სახლში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სკოლებში...

ლევან მაჭავარიანი

1789847437

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია - აქციების დროს ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში

„ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევ...

ლევან მაჭავარიანი

1789846152

ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან რუსი ბაგათირ აკაევი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ზირაქაშვილმა ასევე...

თენგო ზირაქაშვილი

1789844415

ახალი ამბები

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები

„იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორი...

გიორგი გველესიანი

1789842994

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა

„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ი...

საქართველოს რკინიგზა