ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში
ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით შემთხვევითი არ არის და ის კარგად ორკესტრირებულია.
„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ბოლოს იყო ჰუმანიტარული მიზნით საწვავის შეტანა აფხაზეთში, ორმაგი ენერგიით აქტიურდებიან და ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში. სააკაშვილის განცხადება შემთხვევითი არ არის, ამას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილია კამპანია, ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც ქართველებს ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. შემდეგ, გვარამიას განცხადება გვახსოვს, რომ თითქოს ეს [აფხაზეთი] ტრავმა არის, რომელიც უნდა მოვიშოროთ. მას აყვა ქალბატონი სამადაშვილი, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა შეკრა მთლიანად ეს ნარატივი. ესენი არიან ქვეყნის მტრები და რა თქმა უნდა მათ უნდათ, რომ შუღლი ხელოვნურად გაღვივებული, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1788505855
საზოგადოება„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს
პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს. „30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევი...
1788505780
საზოგადოებაკირცხალია: ნაც-აგენტურას და ხელისუფლებას შორის განსხვავება ასეთ განცხადებებში ჩანს. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“. არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“. გვჯერა, შერიგება შესაძლებელია
უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს...
1788504997
ახალი ამბებიავარია ბათუმში - დაშავებულია 2 ადამიანი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნე...
1788504048
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპუ...
1788503980
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...



























