შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება
ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არსებობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით ფასების დარეგულირება საერთო სახალხო საკითხია, რაშიც პარლამენტს ერთ-ერთი მთავარი როლი ექნება.
ამასთან, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს.
„როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველო ამ მხრივ არის ლიდერი, როდესაც მას სახელმწიფო, ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად, იმიტომ რომ არის დაბალი გადასახადები, იმიტომ რომ არის გასაგები კანონმდებლობა, იმიტომ არის სწრაფი სერვისები, იმიტომ რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა, ამ ყველაფრის გამო, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს, რომ ამავე დროს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან. ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა. იცით, რომ ამ მხრივ პარლამენტში კომისია უკვე შეიქმნა. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე, მან თავად იხილოს, მოისმინოს როგორ არის მოწყობილი ფასის წარმოქმნის სისტემა, ამ ჯაჭვში ვინ არის ჩართული და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, რა შეუძლია ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთოს, რა შეგვიძლია ჩვენ საკანონმდებლო რეგულაციით გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ ეს საერთო სახალხო საკითხია და ამიტომ პარლამენტი ამის მთავარი მონაწილე იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1770369744
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...
1770368985
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...
1770368335
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება
„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო...
1770368221
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1770367310
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას - ახლა ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ
ახლა უკვე ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. იგი ამგვარა...


























