შალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა

ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, გახდა თუ არა ახალი ინიციატივის - კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით, წყარო სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

„არა, უბრალოდ [სალომე ზურაბიშვილის განცხადებები] კარგი ვიზუალიზაციაა, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზრუნავი და საფიქრალი არიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთენ საქართველოში, მართავენ, სტიპენდიებს უნიშნავენ შემდეგ ასეთ ადამიანებს, აფინანსებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა.

სალომე ზურაბიშვილი თავიდან არ აპირებდა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას, შემდეგ როდესაც გამოვიდა, თქვა, რომ თავისი ლეგიტიმაცია მასთან ერთად მიაქვს და თავისი შტანდარტიც წაიღო. ამის შემდეგ მასთან მიდიოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები რომლებთანაც ის პოზირებდა პრეზიდენტის შტანდარტით. 4 ოქტომბრის და ჩვენი განცხადების შემდეგ, რომ 4 ოქტომბერში პოლიტიკური წვლილი მიუძღვით მათ, ვინც ასე ირიბად ახალისებდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტით პოზირებას, ამის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ექს-პრეზიდენტთან უცხოელი დიპლომატის. როგორც ჩანს, გააცნობიერეს თუ რა შარში აღმოჩნდნენ საკუთარი ქცევით. ვინც საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს, მას მიემართება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770369744

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...

კახა კალაძე

1770368639

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება

ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...

შალვა პაპუაშვილი

1770368335

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება

„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო...

შალვა პაპუაშვილი

1770368221

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1770367310

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას - ახლა ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ

ახლა უკვე ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. იგი ამგვარა...

პოლიტიკოსი