შალვა პაპუაშვილი: ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?!

ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?! , - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებზე, რომლებიც ერთიანდება და რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ მათთვის და არა სხვა ინტერესების გამო.

„მათში ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ვხედავთ ადამიანებს, ჯგუფებს, როლებიც მსჯელობენ იმ ადგილიდან, თითქოს რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრს საჯაროდ არ ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემაში, შვიდ გამოწვევაზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა და თითქოს ამ შვიდივე გამოწვევაზე ყველა შეთანხმებული არ იყოს. მათ შორის ეს ეხება როგორც სწავლის ხარისხს, ისე ინსტიტუციურ მოწყობას, პროგრამების დუბლირებას, ხარისხს და ა.შ. შეთანხმდა ერი, რომ არის გამოწვევები უმაღლეს განათლებაში, გავიდა რამდენიმე თვე და სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, მიდიოდა მუშაობა რა გადაწყვეტილება უნდა იყოს და დაანონსდა ცალკეული ცვლილებები, რომელიც არ არის რა თქმა უნდა ამომწურავი.

მთელი ეტაპი იქნება მართლაც ისტორიული რეფორმის. ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?! ამავე დროს ამბობენ, მე-12 კლასი გვჭირდება, რადგან სკოლას თუ დაამთავრებს ბავშვი, უცებ უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ და იქ ისწავლოს, რადგან აქ არ ვარგა სწავლა და შემდეგ აბზაცში ამბობენ, რომ აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რომ არ სჭირდება რეფორმა. არის ლოგიკური აცდენა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ერთის მხრივ ვხედავთ, რომ არიან ჯგუფები, რომლებსაც ოღონდ რაიმე საყვირალი თემა მისცე, რომ იყვირონ და მსჯელობის გარეშე ლოზუნგები ისროლონ, გარედან მართული ხალხი და გასაგებია ასევე, რომ არიან ადამიანები აკადემიურ წრეში განსაკუთრებით, ეს ეხება პროფესურას, რომელთანაც მნიშვნელოვანია საუბარი. განათლების მინისტრიც შეხვდება და ყველა მზად ვართ ამაზე სასაუბროდ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770369744

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...

კახა კალაძე

1770368985

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა

ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...

შალვა პაპუაშვილი

1770368639

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება

ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...

შალვა პაპუაშვილი

1770368335

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება

„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო...

შალვა პაპუაშვილი

1770368221

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი