მიხეილ სარჯველაძე: გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მდგომარეობა ნორმალურია და პანიკის მიზეზი არ არსებობს

 გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივია მატულობს მაჩვენებლები - ეს ყოველწლიურად ასე ხდება და ბუნებრივია, წლევანდელი წელიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არავის ასეთი მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მაჩვენებლები არის ისეთი, რომელიც არამც თუ რაიმე საგანგაშოს არ მოასწავებს, არამედ ობიექტურად არავითარი მიზეზი რეალურად არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. ვითარება და მდგომარეობა სტაბილურია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონისთვის სექტორი სრულად მზადაა.

„მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით დღეს არავითარი პანიკის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს. ვითარება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთის მხრივ, აცრის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. ყველა ამ წესის დაცვით, რა თქმა უნდა ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად დაცულები. სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767799215

ახალი ამბები

შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახმკვლელობ...

დაკავება

1767794745

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება

 გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. როგორც კუბილიუსი აცხადებს, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე...

ანდრიუს კუბილიუს

1767793452

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო

 ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედ...

თამთა სოფრომაძე

1767792706

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა

 2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურა...

თამთა სოფრომაძე

1767790070

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესას...

შალვა პაპუაშვილი