მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია რეალური სურათის დანახვა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მუშაობის გაგრძელება.
„რეალურად გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ ამ დაავადების, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები და არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა კონკრეტული, ლოკალური, თუნდაც პრობლემების გადაჭრა მოხდეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება ინტერესით ელოდება საერთაშორისო პრაქტიკას და იმას, თუ როდის დაიწყებენ ევროპული ქვეყნები მათ შესყიდვას.
„რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას.
ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ძალიან სერიოზულად უნდა გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც იძახიან თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა სამინისტროში დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ბუნებრივი პროცესია. მან, ასევე, ისაუბრა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებულ ინფორმაციაზე.
„ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა არაერთ სახელმწიფოსთან ძალიან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები, სადაც პრაქტიკულად ზუსტად იგივე საკითხების თაობაზე მსჯელობენ, იქაც ევროპულ სახელმწიფოებში და იქაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.
„თუმცა დიდი იმედი მაქვს ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებით შესაძლებლობა გვექნება საკმაოდ მალე იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
1779897395
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე
ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორ...
1779894336
საზოგადოებაპრემიერი 26 მაისის აქციაზე: როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და აწყობ საპროტესტო აქციას, არის თავხედობის გამოხატულება
როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყ...
1779894199
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ
ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებ...
1779893308
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე: ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება
„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1779893252
საზოგადოებაპრემიერი: არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი პირდაპირ წარმოადგენს „დიფ სთეითს“
არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...



























