მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თავად იქნება მფლობელი, ეს არის საუკეთესო ნაბიჯი და მივესალმები
„სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. სახელმწიფო იქნება მფლობელი ამ პორტის. ეს არის საუკეთესო ნაბიჯი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ნაბიჯს მიესალმება.
„აქაც ჩანს ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიდგომა – პირველ რიგში, გამჭვირვალობა, ტრანსფარანტულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, ბიზნესს, მათ წინადადებებს გავცნობოდით და ამის მიხედვით გვემოქმედა. ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რადგან სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება მართვის პაკეტი.
ამავე დროს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ბიზნესთან, სახელმწიფოებთან დამოკიდებულება, გამჭვირვალობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მულტივექტორული მიმართულებები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტშიც გამოიყენება. ამას წინ უძღოდა შეხვედრები, უზბეკეთის, სერბეთის პრეზიდენტები ბრძანდებოდნენ, ყველა აღნიშნავს ჩვენს პროგრესს. ქვეყნებს, რომლებიც „შუა დერეფნით“ არიან დაინტერესებული, ყველას აქვს სურვილი, ამ პროცესში იყოს მონაწილე.
ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ თავად სახელმწიფო იქნება მფლობელი ამ პორტის, ამავე დროს, ყველას ექნება საშუალება, თავისი ინტერესი განახორციელოს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად, საქართველო სანდო პარტნიორია, რა თქმა უნდა, სახეზეა სხვადასხვა ქვეყნის სურვილი, მონდომება. ეს ყველაზე დადებითი გადაწყვეტილება იყო – თავად სახელმწიფო იქნება განმკარგავი ასეთი დიდი მოცულობის პორტისა. ყველასთვის სასარგებლოა და ამ ნაბიჯს მივესალმები“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
1784030887
ახალი ამბებიჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მ...
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...






























