მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში გამართული „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სადაც ის აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ახლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რაც არის უშუალოდ ფსკერის კვლევები იმისთვის, რომ აქტიურად დავიწყოთ უშუალოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პარალელურად, რომელიც იქნება 1300 მეგავატამდე ელექტროენერგიის გამტარობის მქონე, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველო კვლავ განაგრძობს იყოს თანამონაწილე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის, რომელიც რეგიონული გაერთიანების პროექტია, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში გენერირებული ელექტროენერგიის ერთობლივად, საქართველო-აზერბაიჯანის რესურსის გაერთიანებას და შემდგომში ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784030887

ახალი ამბები

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მ...

ონისე ცხადაძე

1784030103

ახალი ამბები

პრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1784028158

ახალი ამბები

პრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...

ირაკლი კობახიძე

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი