მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლარის საიუბილეო 30 წლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ლარის საიუბილეო 30 წელი მიულოცა და ქართული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებობის სამი ათწლეულის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, 2014 წლიდან კი, მისი გამორჩეული ოფიციალური სიმბოლოც შეიქმნა, რაც საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის, მონეტარული სუვერენიტეტისთვის, ფისკალური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ამ წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები დისკუსიას მართავენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა - გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ცენტრალური ბანკის როლი მდგრად დაფინანსებაში.

საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით - FROM TRUST TO GREATER COOPERATION ქვეყნის ეროვნული ბანკი მასპინძლობს და მასში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748694292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით

„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურ...

ლევან მაჭავარიან

1748692644

ახალი ამბები

შს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...

შსსშსს

1748689460

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ

 „ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...

ლევან მაჭავარიანი

1748687709

საზოგადოება

სახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...

მიხეილ ყაველაშვილი

1748684639

ახალი ამბები

ავარია ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე - დაღუპულია 1 ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილ...

დაკავება, პოლიცია