მოგიწოდებთ ყველა ტელევიზიას, დიდი დრო დაუთმეთ ხალხთან მუშაობას, რათა მეტი აიცრას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.

მან ტელევიზიებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვა მოუწოდა. 

"ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7000, 8000, 9000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748629545

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...

შალვა პაპუაშვილი

1748628798

ახალი ამბები

ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...

ნინო წილოსანი

1748626553

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“:​ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ

„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1748624913

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...

თეა წულუკიანი

1748623284

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს

„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...

ზოგადი