მომენტალურად ვშლი “ჩიპს არ ჩაიდგამს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს” - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფეისბუკ მეგობრებსა და სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს.
"თავდაპირველად ფეისბუკზე დამეგობრების უპირობო პრინციპი მქონდა-“ბრმა თანხმობა”. მივიღე მოთხოვნა-დავუდასტურე. ეს მჭირდებოდა საზოგადოებრივი განწყობილებების გასაგებად ანუ როგორც იტყვიან, “ პულსზე ხელი რომ გეჭიროს”. როცა სწრაფად შეივსო ლიმიტი, აღმოვაჩინე, რომ ვიღაცები თავად მიუქმებდნენ მეგობრობას. ეს ქმნიდა თავისუფალ ადგილებს, რაც კარგი იყო, ასევე მათი გვერდების გადახედვაც საინტერესო იყო, რა მიზეზით აკეთებდნენ ამას. არ მოვყვები ახლა აქ მოტივებს-სხვადასხვაა. ახლების დამატება მცირე სელექციით დავიწყე, რომ ზოგადი სურათი არ დამახინჯებულიყო. ახლა მხოლოდ საინტერესო ხალხს ვიმატებ.
როგორც ვხედავთ, თანამოაზრეობის პრინციპით არ ვირჩევ მეგობრებს, რადგან ისინი დაახლოებით ისევე ფიქრობენ, როგორც მე. რაღა დაგიმალოთ და ფეისბუკზე წერას ჩემთვის საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს, თორემ სულაც არ მსიამოვნებს ყოველთვის იმაზე წერა, რა არის ინფლაცია და რა იწვევს ლარის გაუფასურებას. ამას ისედაც ვაკეთებ ყოველდღიურად ლექციებზე. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია “უკუკავშირი”.
ახლა რა ვითარებაა-მიწევს წმენდა ორი მიზეზის გამო-ერთი, რომ დავიმეგობრო საინტერესო ადამიანები, რადგან მათ მოსაზრებებს ანგარიშს ვუწევ და მეორე, მოვიცილო მომაბეზრებელი, გონებადხშული და სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მოჩენილი ნამდვილი თუ გამოგონილი პირები.
წმენდის რა მეთოდი გამაჩნია? ეჭვით ვუყურებ ან წასაშლელთა სიაში შემყავს:
-ხატებით, ჯვრებით, ანგელოზებით, სვასტიკებით და მსგავსი ატრიბუტებით გადატვირთული გვერდები(თუ სასულიერო პირი არაა)
-მომენტალურად ვშლი “ჩიპს არ ჩაიდგამს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”( კორონასთან რა თქმა უნდა და არა მტრებთან) და მსგავსი ლოზუნგების მქონეებს.
-ჰომოფობებს
-ეჭვით ვუყურებ საკუთარი ანგარიში რომ რუსულ ენაზე აქვთ გახსნილი ან ინგლისურად რომ აკომენტარებენ (კლავიატურა გამიფუჭდა), საკუთარ გვარს რომ მალავენ, მაგრამ სახელს ორჯერ რომ წერენ: (“ჯამბული, ჯამბული” ან “მზია მზია”):))
-ტროლები( ყველა არა, ზოგი ტროლი საინტერესოა და საჭიროცაა, იგებ რა მიზნით ტროლავს).
კიდევ რაღაც სხვა კრიტრიმებიც მაქვს, რომლის ახსნაც ზედმეტი დეტალიზება გამოვა.
არასასურველი პირების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდი, როგორც ტექნიკურად ასევე შინაარსობრივად არის ის,თუ რას “ულაიკებს” სხვებს. მაგალითად, ვიღაცა წერს: ესა და ეს ადამიანი ჯერ უნდა გაატყავო და მერე უნდა ჩამოახრჩო ელექტრონის ბოძზე, ან-გაუმარჯოს რუსეთს უკრაინასთან ომში და ხედავ შენი “მეგობრებიდან” ვიღაცა სიამოვნებით იწონებს ამას-წაშალე მომენტალურად. თუ აგრესიულობითაც გამოირჩევიან და მრავალსართულიანი ბილწსიტყვაობით-მიაბლოკე კიდევაც. ზოგადად, ბრიყვებს ვბლოკავ, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე სანქციაა და მარტო სიბრიყვე არაა საკმარისი, კიდევ სხვა ფაქტორები უნდა არსებობდეს.
თუ თქვენ უკეთესი მეთოდი გაქვთ მოფიქრებული, სიამოვნებით გავითვალისწინებ.
გმადლობთ “მეგობრობისათვის”!:))",-წერს, რომან გოცირიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745903793
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაცმოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სამოქალაქო სექტორში, მედიებში იმისთვის, რომ გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას
„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აგვეკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტი...
1745903674
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და რაც მთავარია, ამით ამაყობს
მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დრო...
1745870639
ახალი ამბებითბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით
კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია: ნაძალადევი, მექანიზაციის ქ. N 11-თან წყალმომარაგების ქ...
1745869860
მსოფლიოტრამპი: პრეზიდენტობის პირველი ვადისას ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი - მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, იგი თავის ქვეყანასა და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან theatlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განსხვ...
1745866591
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ
ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტ ორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლეს...