"მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა ბიკო ბირბიჩაძესთან" - ძალადობაში ბრალდებული თანამშრომელი "მზესუმზირამ" სამსახურიდან დაითხოვა

კომუნა “მზესუმზირა” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ძალადობაში ბრალდებული თანამშრომელი "მზესუმზირამ" სამსახურიდან დაითხოვა:

"ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.

პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან, პრომოუტერის პოზიციაზე.

სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.
ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს სივრცეში ახდენს სოციალიზაციას, ჰქონდეს გარანტირებული განცდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ამ ადგილას არ დაირღვევა.
სწორედ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ.

კომუნა „მზესუმზირა“ სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითაა შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია დღეს, ჟენევაში გაიხსნება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779809308

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის...

მიხეილ ყაველაშვილი

1779807920

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავში...

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო

1779807373

ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილი: 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს

ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებული...

ირაკლი ბათიაშვილი

1779806742

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა

„საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული...

ვარლამ ლიპარტელიანი

1779805604

ახალი ამბები

ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის

„2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის“, - განაცხადა საქართ...

გია ვოლსკი