ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის

„2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკას“.

მან გაიხსენა საქართველოს ისტორიის ის უახლესი წარსული, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაიარა და აღნიშნა, რომ განვლილი პერიოდი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.

„108 წლის წინ მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა, მართალია დიდი ხნით არ გაგრძელებულა მაგრამ იმ პერიოდში უკვე აჩვენა, რომ საქართველოს ერს აქვს იმხელა ინტელექტუალური უნარი, წონა, რომ დამოუკიდებლად სახელმწიფოს არსებობა, განვითარება შესაძლებელი იყო. 35 წლის წინათ, როდესაც დაუბრუნდა საქართველო დამოუკიდებლობის ამ სტადიას, ისტორიული მოვლენა მოხდა. მაშინ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ წაიშალა ყველანაირი ხაზები, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებდა - პოლიტიკურ ნიშნით იქნებოდა თუ გარკვეული სხვა მოსაზრებებით. გაერთიანდა ერი ბედნიერება იყო, საქართველოში სუფევდა ერთიანობა და დამოუკიდებლობის ეს წყურვილი იყო დაკმაყოფილებული.

მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაზეც მერაბ კოსტავამ განაცხადა, რომ „თუ კი ასე გავაგრძელებთ, მოვა დრო, როცა სიბნელეში დავუწყებთ ერთმანეთს ხელების ცეცებით ძებნას და გაგვიჭირდება ერთმანეთის მიგნება“.

ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ამბავი ჩვენს ისტორიაში მოხდა. ფაქტი ერთია, რომ პოლიტიკური შეფასება არის აუცილებლად გასაკეთებელი. დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან, თუნდაც იმ პერიოდის მოვლენებიდან, რომ ერთობა არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთმანეთის მიმართ დითირამბების მღერას.

განსხვავებული აზრების მიუხედავად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ჩვენ ძალა უნდა მოგვეძებნა, რომ ერთმანეთს შევჯიბრებოდით სხვადასხვა პროგრამებით, შეხედულებებით, დამოკიდებულებით ჩვენი მომავლის მიმართ და არჩევნებზე უნდა გადაგვებარებინა ყველაფერი, რასაც უთანხმოება ჰქვია. არ მოხდა ეს. ძალიან რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ.

2008 წელში მოხდა უბედურება. საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის ვისაც არ უყვარს საქართველო და ბევრისთვის კიდევ მისაბაძია ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის პოზიტიურად განწყობილი. ეს ყველაფერი ასახულია იმ კვლევებში, რომელიც ყველაზე დიდმა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტებმა გამოაქვეყნა. ამით მოვედით დღემდე“, - განაცხადა გიორგი ვოსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779803070

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779801448

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა...

მარიამ ქვრივიშვილი

1779800769

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი...

დონალდ ტრამპი

1779800006

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით

„ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანა...

ირაკლი კირცხალია

1779799003

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა

„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო...

მარიამ ქვრივიშვილი