ვარლამ ლიპარტელიანი: 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა
„საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, ბიძინა ივანიშვილმა იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა“, - წერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.
ლიპარტელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით „იმედის” ქარდს ეხმიანება, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი ერთად არიან წარმოდგენილი.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის.
ჩვენი სამშობლოსათვის გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის გვიგზავნიდა უფალი ადამიანებს, რომელთა თავდადებამ გადაარჩინა და დღემდე ღირსეულად მოიყვანა ჩვენი ხალხი. საბჭოთა გულაგებში გაუტეხელმა მერაბ კოსტავამ ავთანდილობა გაუწია ზვიად გამსახურდიას და მათი ცხოვრება იყო ბრძოლა დინების საწინააღმდეგოდ - დადეს სული თვისი სამშობლოსათვის. დაგვიტოვეს მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნებას არანაკლები თავდადება,
შრომა და გონიერება სჭირდებოდა, რისი მაგალითიც მოგვცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. 2011 წელს უაღრესად კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აგენტურას ჰქონდა მიტაცებული, იბრძოლა სიცოცხლის ფასად და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუბრუნა დამოუკიდებლობა, რომელიც ვერაგული ფორმით, იყო წართმეული და ქვეყანას უცხო ქვეყნის ინტერესს ამსახურებდნენ.
2012 წლის შემდეგ გავიდა 14 წელი და გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის!“, - წერს ვარლამ ლიპარტელიანი.
1779803874
მსოფლიოსაფრანგეთში ძლიერ სიცხეს 7 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოდ ბრეჟონიმ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მ...
1779803198
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში, შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში
„ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო?“, - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს. გამსახურდი...
1779803070
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთ...
1779801448
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია
„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა...
1779800769
მსოფლიოდონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი...




























