ირაკლი ბათიაშვილი: 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებულია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება,, რაზეც ჩვენ ვდგავართ და რის დათმობაც წარმოუდგენელია, - განაცხადა ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან 1990-იანი წლების შეიარაღებული დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების გაღვივებაში კრემლი იყო ჩართული, ახლა კი სახეზეა ჩარევა ევრობიუროკრატიის ნაწილის მხრიდან.
„პროცესი დაიწყო 1980-იან წლებში და გარდატეხა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს. ჩვენ გვმართებს, სათანადოდ დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისი სისხლით და თავგანწირვით მოუტანა ჩვენს ხალხს ეს დამოუკიდებლობა. ეს პროცესი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ და მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს პროცესი უნდა გავმიჯნოთ შემდგომი პროცესებისგან, რომელიც იწყება გარე ძალების აქტიური ზემოქმედებითა და ჩარევით, მაშინ ეს ყველაფერი კრემლიდან იყო ინსპირირებული - დაიწყო პოლარიზაცია.
ეს პოლარიზაცია შემდეგ გაღრმავდა და სამწუხაროდ, გადავიდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა კანონიერი, აბსოლუტურად ლეგიტიმური ხელისუფლება. ამ დაპირისპირების მანკიერ შედეგებს ჩვენ კარგა ხანს ვიმკიდით და შეიძლება, ჯერ კიდევ ვიმკით ამ უმძიმეს შედეგებს.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას - მაშინ კრემლი აქტიურად იყო ჩარეული, რომ ეს დაპირისპირება გაეღვივებინა. ჩვენ ახლა ვხედავთ ასევე გარეშე ძალების ჩარევას, რომ საქართველოში დაპირისპირება მოხდეს. რაც ჩანს დღის შუქზე - მუდმივი, პერმანენტული ინსინუაციები, მცდელობები ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის, დესტრუქციული და დესტაბილიზაციის პროცესების წაქეზებისა და წახალისების. ეს დღეს ძირითადად მოდის ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული, სერიოზული ნაწილიდან და ამას აქვს უკვე რეგულარული ხასიათი“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
მან დღევანდელ ოპოზიციაზეც ისაუბრა.
„მე 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს. ეს არის ოპოზიცია, რომლის წამყვან ძალას დღესაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. ეს ძალა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ძალიან მძიმედ დისკრედიტირებული. ასეთი ოპოზიცია ვერასდროს ისარგებლებს საზოგადოების მხარდაჭერით.
ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ისინი ამას თავად ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არ აქვთ პერსპექტივა, მოიპოვონ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. აშკარად ჩანს, რომ ეს ძალა იბრძვის არა იმიტომ, რომ მას რაღაც უკეთესი პერსპექტივის გახსნა უნდა ქვეყნისთვის, არამედ ამოძრავებს ერთადერთი - რევანშის, ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების წყურვილი“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.
1779804484
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ რა გაუკეთებიათ და რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს
„თუ გავითვალისწინებთ რა უკეთებიათ და 26 მაისი რასთან ასოცირდება კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალასთან, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს“, - განაცხადა პ...
1779803874
მსოფლიოსაფრანგეთში ძლიერ სიცხეს 7 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოდ ბრეჟონიმ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მ...
1779803198
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში, შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში
„ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო?“, - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს. გამსახურდი...
1779803070
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთ...
1779801448
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია
„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა...



























