ნათია თურნავა: ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის პრემიერთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომელიც არსებითია ქვეყნებს შორის სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ლი ციანთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არსებითია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინტერესო პარტნიორად გვაქცევს ჩინეთისთვის“, -აღნიშნა თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ამას ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.
„მან პირდაპირ თქვა, რომ საგადახდო სისტემების მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ძალისხმევის დაფასებაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის CIPS-ის მენეჯმენტთან. ქართული ბანკები აქტიურად მიმართავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მისი პირდაპირი მონაწილეები გახდნენ, რაც იუანში განხორციელებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, შუამავლების გარეშე შესრულების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































