საგარეო საქმეთა სამინისტრო: შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო, ნეგატიური, შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული

 „შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული“, - ამის შესახებ ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის თაობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშს.

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის მიერ საქართველოში განვითარებული მოვლენების ტენდენციურად შეფასების თაობაზე.

„2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.

სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებით ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე.

უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის”, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო