ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი. დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს
არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ჯობია მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემებზე მიუთითონ, იმის ნაცვლად, რომ „რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია“ იძახონ.
„4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. Nanuka Zhorzholiani ცდები თუ ეგრე გგონია ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეჰყავხარ.
თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4-იანს არჩევნებზე და დამარცხებული ნაცი რეგიონალების ჭორაობის გარდა, არც ერთი ამის რეალური მაგალითი არსად და არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.
დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ „რატომ ვერ შეძლეს“, ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რო მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი (არა, მე პირიქით მგონია ახლაც და მანამდეც ასე მეგონა), არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. არადა, დიდი ხანია ასე აღარაა და კიდევ უფრო მეტად გამორიცხულია, რომ ოდესმე უკვე ასე იყოს.
სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს.
რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ, ჯობია, ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ „რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია“ იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა“, - წერს ნიკა გვარამია.
1780601649
საზოგადოებადათა გვასალია: ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ, მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და როგორც კი მშობლებმა პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა, მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ
„ფოტოზე ჩანს საშიში ხალხი, საშიში აზროვნებით და ეს ყველაფერი არის იმ საშიში ინდოქტრინაციის შედეგი, რაც წლებია მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, გარედან მართული დღის წესრიგის შესაბამისად, რასაც ადგილობრივი...
1780598824
მსოფლიოპუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს
რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ჩემთვის ცნობილი...
1780597145
მსოფლიოპუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. „ჩვენ მხოლოდ ამას...
1780594712
მსოფლიოსერგეი ლავროვი: მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ „ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთ...
1780593011
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა
„ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის...


























