ლევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები

ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„პოლიტიკა დროებითია, რაც არ არის დროებითი, ესაა ეროვნული ინტერესები. საქართველოს ხელისუფლება გაჰყვება ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ზეწოლის, თუ არა ზეწოლის ქვეშ და ამ ტრაექტორიას გავაგრძელებთ. ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები. თუმცა, არ ვიქნებოდი ისე პოზიტიურად განწყობილი, როგორც აშშ-ს მიმართულებით ამ ეტაპზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმის გამო, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, ადრე თუ გვიან მაინც მივალთ პოზიტიურ დღის წესრიგამდე“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780600851

საზოგადოება

ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი. დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატ...

ნიკა გვარამია

1780598824

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს

რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ჩემთვის ცნობილი...

პუტინი

1780597145

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. „ჩვენ მხოლოდ ამას...

პუტინი პუტინი პუტინი

1780594712

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ „ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთ...

ლავროვი

1780593011

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

„ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის...

ჯაბა ხუბუა