ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ აშშ-ისთვის იყო მიუღებელი

ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ პროცესში, მაგრამ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რადიკალების პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის ბოიკოტის დაგმობას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ რადიკალების მოქმედებებს მიუღებელია.

„რაც არ უნდა მოინდომონ, კუდები მოაბან ამ პროცესს, თავად სახელმწიფო დეპარტამენტმაც მკაფიოდ გააკეთა განცხადება და აქაც, შეხვედრებზეც ძალიან მკაფიოდ აუხსნეს ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ ისინი, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ - მანდატებზე უარი, დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარი, პირდაპირ აუხსენი, რომ ეს იყო ანტიდემოკრატიული და ანტისისტემური მიდგომა და აშშ-თვის ასეთი ქცევა იყო მიუღებელი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ნათელი გახდა, რომ საქართველოს და შტატებს შორის კრიზისული პერიოდი დასრულებულია.

ლევან მახაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გადავიდა და ახლა შემდეგი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა, ამ ფონზე კი ოპოზიციის მცდელობები ზიანი მიაყენონ ამ პროცესს სასაცილოა.

„საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეაჩერონ ეს პროცესი, დააზიანონ გადატვირთვის პროცესი. ხმაური ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ არის, ჩვენთვის მთავარია კონკრეტული საქმე და რუბიოს განცხადება იმისკენ გვიბიძგებს, რომ ვიფიქროთ, რომ ნამდვილად გვაქვს ძალიან კარგი შანსი ეს ურთიერთობები დავუბრუნოთ ნორმალურ დღის წესრიგს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ უჭერს მხარს ქართული ოპოზიციის სრულ ჩართულობას დემოკრატიულ ინსტიტუტებში და არ ემხრობა ბოიკოტს ან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780600851

საზოგადოება

ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი. დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატ...

ნიკა გვარამია

1780598824

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს

რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ჩემთვის ცნობილი...

პუტინი

1780597145

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. „ჩვენ მხოლოდ ამას...

პუტინი პუტინი პუტინი

1780594712

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ „ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთ...

ლავროვი

1780593011

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

„ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის...

ჯაბა ხუბუა