ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეეძლოს ერთმანეთთან საჯაროდ, კონსტრუქციულად საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე საუბრისას.

მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ სახელმწიფოს უწევს კანონის ძალით სიძულვილის ენის დამარცხება.

„საზოგადოება, ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. შსს-ის ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780600851

საზოგადოება

ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი. დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატ...

ნიკა გვარამია

1780598824

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს

რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ჩემთვის ცნობილი...

პუტინი

1780597145

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. „ჩვენ მხოლოდ ამას...

პუტინი პუტინი პუტინი

1780594712

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად გადაიქცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ „ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთ...

ლავროვი

1780593011

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

„ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის...

ჯაბა ხუბუა