პრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა
„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის.
„შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის, საფუძვლების მომზადების თვალსაზრისით. მთავარია, როდესაც რაიმე საკითხზე იმართება დისკუსია, ორ მხარეს იყოს არგუმენტები. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, ციფრებით არგუმენტებით და მეორე მხარეს არის ცარიელი გზავნილები, ტყუილებზე აგებული, არავითარი ფაქტები, არავითარი მტკიცებულებები, არავითარი არგუმენტაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ესეც უნდა შეიცვალოს. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით, მაშინვე თვითონ დისკუსიის შინაარსიც უნდა ჩანაცვლდეს. ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ ჩვენ, დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ თუნდაც ძალიან მწვავედ, მაგრამ არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. სად არის არგუმენტები.
პარლამენტში რომ იყვნენ 3 წელი იქაც კი არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, არავითარი ფაქტები, ცარიელი, უხეში განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია. რეალურად, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა. რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში. შეუძლებელია ხომ ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდების საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.
დღეს კი გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა გვქონია. შვიდივე გამოწვევა არის ისე განსაზღვრული, რომ ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოვისმენდით აქამდე. როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას სჭირდება დაპირისპირება. აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება, არის უბრალოდ მშრალი საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი სხვაობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...
1763406256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...
1763406175
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ
„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...


























