ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ოპოზიციის ლიდერებისთვის, მათ შორის, სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა ერთობლივად.
„ყველაფერს სჭირდება თავისი მომზადება, თავისი კონტექსტი. ამ შემთხვევაში, რეალურად, გამოჩნდა რესურსი სამართალდამცავ სისტემაში იმისათვის, რომ სრულად ეზრუნათ მათ სამართლებრივი პრინციპების დაცვაზე.
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. სახელმწიფოს სჭირდება ძლიერება იმისათვის, რომ ბოლომდე იზრუნოს სამართლებრივი პრინციპების და სამართლის უზენაესობის დაცვაზე. დღეს არის ასეთი პირობები შექმნილი, რა პირობებიც არ იყო მანამდე შექმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას უწევდა მუდმივ ჭიდილში და ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ყოფნა. რა თქმა უნდა, ზეწოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ბრალს, არა ბრალი არის მძიმე, არამედ მძიმეა ის ქმედებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ბრალს, უმძიმესი ღალატი. რეალურად, აქ არის საუბარი უმძიმეს ღალატზე, რომელსაც ისინი ჩადიან განგრძობითად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ქმედებებს უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის შეფერხება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერი სხვა რომ გვერდზე გადავდოთ. თავიდანვე, პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. მერე სცადეს რევოლუციის მოწყობა, როდესაც უსამართლოდ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე შეიქმნა ამ 12 პუნქტის გარშემო სამუშაო ჯგუფები და ამ ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
რა საფუძველი ჰქონდა ამ ბოიკოტის გამოცხადებას. ჩვეულებრივი საბოტაჟი იყო. პირდაპირ წავიდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც ქვეყანას უნდა მიეღო და შემდეგ დიდი ბრძოლით გამოვტყუეთ, ასე ვთქვათ, გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი ევროპული ბიუროკრატიისგან. შემდეგ გაგრძელდა ეს მოლაპარაკების გახსნა და იქაც საუბარი იმაზე, რომ არ ეკუთვნის საქართველოს მოლაპარაკების გახსნა და ა.შ. მუდმივი საბოტაჟი, გამოხატული სხვადასხვა ფორმით, როგორც რიტორიკით, ისე სამუშაო ჯგუფების საბოტაჟით და ა.შ. ეს ხომ ხელის გულზე გაშლილი ღალატი იყო. თვითონ ბრალი კი არ არის მძიმე, ის ქმედებებია მძიმე, რაც ამ ბრალს დაედო საფუძვლად. მუდმივად საუბარი იმაზე, რომ უნდა დასანქცირდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, უნდა დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს ხომ ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა თავისი სამართლებრივი შეფასება და სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა პროკურატურამ. დანარჩენი არის სამართლებრივი სისტემის საქმე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სისტემა, ის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763406455
საზოგადოებაპრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა
„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...
1763406175
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ
„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...


























