ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის პირველ რიგში უმჯობესდება პრაქტიკა და გამჭვირვალეა მთავრობის ყველა გადაწყვეტილება.
„ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად ყველაფერს ჩავეძიოთ და აქ მიზანი არ არის რეპრესიული. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გამოვასწოროთ ხარვეზები და სამომავლოდ ავარიდოთ ჩვენს სახელმწიფოს მაგალითად ჭარბი ხარჯი ბიუჯეტიდან ან უხარისხო პროექტების განხორციელება. ამისთვის გვჭირდება ბევრ რამეში ჩაძიება. სადაც ჩასაძიებელია, ბუნებრივია, ჩავეძიებით, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, წინ გავიხედოთ. იგივე კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან. ამისთვის არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ პირველ რიგში პრაქტიკას ვაუმჯობესებთ. იგივე გამჭვირვალეა მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. გამჭვირვალე გახდა მთლიანად შესყიდვის პროცედურები და ეს არის მთავარი, რომ სამომავლოდ დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ფაქტებისგან, რაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763406455
საზოგადოებაპრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა
„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...
1763406175
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ
„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...


























