ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ქვეყნებსაც და ევროპულ ბიუროკრატიასაც დაკარგული აქვს სუვერენიტეტი, აცხადებენ, თურმე 27 ნოემბერს ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს

დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კითხვაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე ევროკავშირის ელჩის მიერ 2024 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა დოკუმენტიც დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი მტკიცებულება.

„საჯარო განცხადება შედარებით სუსტ მტკიცებულებად ითვლება და ახლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ყველაფერი ხომ ნათელია. მერე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ, არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც. ერთი ორი გამონაკლისია - უნგრეთი, სლოვაკეთი. ამის შესახებ ყველამ იცის. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის. არის მსხვილი ოლიგარქიული, კორპორატიული გავლენები და, სწორედ, ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406455

საზოგადოება

პრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...

ირაკლი კობახიძე

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე