ნიკოლოზ სამხარაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველო მოხვდა პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება „პარტნიორობა ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“

სესიაზე ჩვენ გვქონდა წარდგენილი რამდენიმე შესწორება სხვადასხვა რეზოლუციებში, რომელიც სხვადასხვა კომიტეტზე იქნა განხილული, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, მათი შესწორებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იყო კომიტეტების და ანგარიშის ავტორების მიერ და მათი ფორმულირებები ასახულია დოკუმენტებში.

„ეს ფორმულირებები ეხებოდა, როგორც ოკუპაციის თემას, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე 90-იანი წლების მოვლენებს. ახლა შეიქმნა ახალი კატეგორიები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, საქართველო მოხვდა პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება „პარტნიორობა ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“. ამ კატეგორიაში საქართველოს პარლამენტთან ერთად არის უკრაინის რადა, ევროპარლამენტი და ავსტრიის პარლამენტი, ანუ იმ ქვეყნების პარლამენტები, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნატოსთან.

ამ ახალი კატეგორიის შექმნით უფრო მეტად და სრულფასოვნად ჩავერთვებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ცხოვრებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760457419

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...

ელინა ვალტონენი

1760457319

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760456369

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760454111

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...

მიხეილ ყაველაშვილი

1760451687

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...

მარიამ ლაშხი