სამებაში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი - ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი - ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.
1778498776
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ახალი უფროსი წარადგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სამსახურის პირველ მოადგილესთან, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმ...
1778497551
საზოგადოებასლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის...
1778496533
მსოფლიორობერტ ფიცო: მიგვანიშნეს, რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან შეისყიდონ ევროპაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. გამოდის, რუსეთი ამერიკას მიაწვდის გაზსა და ნავთობს, ამერიკელები კი დიდი ფასნამატით მოგვყიდიან. უკვე ასეთი იდიოტები ვართ?
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ გაზთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს. რობერტ ფიცო ამბობს, რომ ევროკავშირის გეგმა, ეტაპობრივად შეამციროს ევროპაში რუსული გაზის იმპორტი, არაგონივრულია....
1778495125
საზოგადოებამეუფე გრიგოლი: ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ
ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) გაფართოებული საეკლესიო კრების დაწყ...
1778494205
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა. მხარეებმა გაიხსენეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში, ჟენევაშ...


























