შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო.
მისივე თქმით, კომისია არ ეძებდა დამნაშავეს, არამედ ეძებდა პრობლემას.
“პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა და ეს დასკვნაში აღწერილია. ამ პერიოდში 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნესმოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა.
დაისვა ორი შეკითხვა: არის თუ არა სექტორში კონკურენცია და მეორე - რა პრობლემები არსებობს? გამოიკვეთა, რომ კონკურენციის დონე ჰორიზონტალურ ნაწილში არ არის მაღალი კონცენტრანციის, რადგან დაახლოებით 44% უჭირავთ ორგანიზებულ ქსელებს, დანარჩენი - ბაზრობებს, მცირე მაღაზიებს, სხვადასხვა ტიპის მცირე სავაჭრო წერტილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ჰორიზონტალურ ნაწილში ჯანსაღია, თუმცა ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, ვერტიკალში არის პრობლემა და ეს ქმნის დამატებით ხარჯებს. საერთო ჯამში მოგების მარჟები სექტორში არის სტანდატრული, თუმცა ხარჯის ნაწილში საოპერაციო მოდელი არის არაეფექტური”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...
1777742675
საზოგადოებაპრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით
პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...
1777739457
საზოგადოებაპრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...
1777737011
საზოგადოება„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე
„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახე...
1777735505
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივებზე და მაისში აშშ-ის სახე...


























