გურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
დეპუტატი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი არ არის არაკანონიერი და უსამართლო. გურამ მაჭარაშვილი მოუწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პროცესის მიმდინარეობის უტრირებას ცდილობს, მოისმინოს საგამოძიებო კომისიის სხდომები და ამის შემდეგ დაასკვნას, უნდა აიკრძალოს თუ არა მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები.
„ჩვენ შემთხვევით არ მიგვიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ამას წინ უძღვოდა ჩვენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში მოისმინა იმ ტანჯვა-წამების შესახებ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა. არაერთხელ მოვუწოდეთ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს თვალი ედევნებინათ ამ კომისიისთვის და პასუხი გაეცათ კითხვაზე - როგორ შეიძლება ეს პარტია ევროპული სტანდარტების შესაბამისი და მომავლის პარტია იყოს [როგორც ეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა]. მათ უნდა მოესმინათ იმ სხდომებისთვის, რომლებზეც მოწმეები ჰყვებოდნენ ყველაფერს. ვინც შეძლო, ვინც გადაურჩა და ცოცხალი იყო, მოვიდა და ყველაფერს მოჰყვა. ამ ყველაფერს თან ახლდა ვიდეომტკიცებულებები, იყვნენ ცოცხალი მოწმეები, არსებობდა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ. როგორ შეიძლება ეს პროცესი ბოლომდე არ მივიდეს? ვინმეს წარმოგიდგენიათ, მაგალითად, გერმანიაში, ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას იმ ფაშისტური პროცესების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო? სწორედ იმ ფაშისტური პროცესების შემდეგ, მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად, დაიწყო ნიურნბერგის პროცესი, რათა პარტიებს აღარ ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
იმედი მაქვს, მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი, თუმცა ამასაც თავისი ვადები აქვს. მინდა განვმარტო მათთვის, ვინც ამ პროცესის უტრირებას ცდილობს - არავინ აპირებს, უკანონოდ და უსამართლოდ აკრძალოს რაიმე. ამ ხალხს ვურჩევ, ჩამოუარონ იმ დაზარალებულ ოჯახებს და გაესაუბრონ მათ, ვინც ცოცხალი დარჩა. შეუძლიათ გაეცნონ კომისიის სხდომებსა და კომისიის დასკვნას, მოუსმინონ დაზარალებულების მდგომარეობას და ამის შემდეგ თქვან, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ტიპის ე.წ. პარტია, რომლის შესახებაც დადასტურებულად არის ცნობილი, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომ ის ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1790862846
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი
„მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა...
1790861961
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა. პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების თანათავმჯდომარეე...
1790861440
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ხალხის 80% აზრზეა მოსული
ექსპრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი სერვანტესსა და მანდელას შეადარა. „აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პ...
1790861048
ახალი ამბებისაქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა
საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან...
1790860957
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან...



























