პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს არჩევანი დგას საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის.

„ჩვენ ახლახან - 31 მარტს აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ვხედავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვიან. ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებენ, ვინაიდან მათი პოლიტიკური გზა არის გზა უცხოელების დახმარებით, არადემოკრატიულად ხელისუფლების შეცვლისა.

ასე რომ, დღეს ეს არჩევანია - კვლავ გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არჩევანი დგას დამოუკიდებლობის მომხრეებსა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს შორის. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აჩვენებდა, რას ნიშნავს, როცა არ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებ უცხოელების დავალებით. რა ამბებშიც გახვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო - ომებისა და კრიზისების ჩათვლით, ეს არის, რაც ნიშნავს, არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა.

და არის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველი ერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა სახელისუფლებო მანდატი და სწორედ ჩვენმა დამოუკიდებელმა გადაწყვეტილებებმა მოგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური კოლაფსი - რისკენაც დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებით და რუსეთთან ესკალაციის გზით - და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები წავწიოთ წინ.

ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი და გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ - დადიან გეგმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს. ვნახოთ, ვის დარწმუნებას შეძლებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775209733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალ...

შალვა პაპუაშვილი

1775209624

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს

არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მან აღნიშნა, რომ ფასების სტრ...

შალვა პაპუაშვილი

1775208842

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ

აპრილში ველოდებით იმას, რომ ამ [რუბიოს და კობახიძის] საუბრის შედეგად იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,...

შალვა პაპუაშვილი

1775207861

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტ...

შალვა პაპუაშვილი

1775206073

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი...

შალვა პაპუაშვილი