შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას
ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სახით გყვავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი.
„რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, აღმოვაჩინეთ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერია, რომელიც სჩვევია რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს ამ საკითხზე. მე მგონი, ეს პრობლემა უფრო დაგვანახა, რომ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება. ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ვნახეთ სააგენტოს და სამინისტროს დეტალური განმარტებები ყველა საკითხზე. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო. ეს არის კიდევ ერთი საპნის ბუშტი, რომელიც გაუსკდა რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1775209733
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალ...
1775209624
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მან აღნიშნა, რომ ფასების სტრ...
1775208842
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ
აპრილში ველოდებით იმას, რომ ამ [რუბიოს და კობახიძის] საუბრის შედეგად იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,...
1775208782
საზოგადოებაპაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი
გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვ...
1775206073
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში
მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი...


























