მიხეილ ყაველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კონსტიტუციის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების საკითხებზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსთვის ახალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სისტემის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. ამ მოცემულობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედება კანონის უზენაესობის რეალური განხორციელება გახდა.
„ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოველთვის ემყარებოდა სამართლიანობისა და კანონიერების იდეას. ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს სამართლებრივი ძეგლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდებშიც კი შეინარჩუნეს ერის სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური ერთიანობა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა საკონსტიტუციო კონტროლი - სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა ახალ და კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებს აჩენს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი მისია უცვლელია - დაიცვას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და შეინარჩუნოს წონასწორობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალშიც მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულებს დაკისრებულ მისიას.
1793864668
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კო...
1793864319
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე...
1793863168
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულ...
1793862838
მსოფლიოგერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება ერთ წელიწადში 80%-ით გაიზარდა
გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და ის ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების ცნობით, 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან, რომლებიც 2026 წლის ოქტომბერში იყო დარეგ...
1793862727
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...






























