პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის, უნდა ვამხილოთ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ცილისწამება.
„დღეს ამ საკითხს მივუძღვენი სოცმედიაში გამოხმაურება, რომ ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც ორი წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია, ვნახეთ ჩვენ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა დანაშაული.
ახლა მოჭიდება ისევ ამ ცრუ ნარატივზე უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უარი უნდა თქვას აგრესიულ რიტორიკაზე საქართველოს წინააღმდეგ და მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ და უარი უნდა თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საღ აზრს, როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ყველა ცრუ განცხადება, ევროკავშირის მხრიდან იქნება, თუ ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, იქნება მხილებული.
1788934711
საზოგადოებავეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს ,,ჯიდიემჯი" (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარი...
1788933301
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა, ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორ...
1788931814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე - მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს
სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქა...
1788929877
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 9 სექტემბერს საქართველოში
9 სექტემბერს ქუთაისში მზე იქნება, დღისით +27 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდ...
1788900941
მსოფლიოსერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს. 7 სექტემ...



























