პაპუაშვილი: შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია

შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით.
„როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან, ზუსტად იმავე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1749201414
საზოგადოებაეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის მაისში გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკას ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გ...
1749200705
საზოგადოებაალექსანდრე ტაბატაძე: როდესაც ბიზნესს ეხებოდნენ ისინი [ნაცმოძრაობა], იკვეთება არა მარტო პოლიტიკური რეჟიმი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომლებიც მოქმედებდნენ შეთანხმებულად
კომისიის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორ...
1749199237
ახალი ამბები„უკანონოდ ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალისა“და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო...
1749197547
საზოგადოებავალერი შოშიაშვილი: ბექა ბასილაია მეუბნება, არის აუქციონი და მიიღე მონაწილეობაო, არავის მიუღია მონაწილეობა, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი - ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად
„2012 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე მომდის შეტყობინება რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი. გამოდის ქონება, რომლის საწყისი თანხა არის 100 ათასი ლარი და ბიჯის თანხა არ...
1749196866
საზოგადოებაკახა კალაძე დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებზე: სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობა დღესაც გრძელდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცალკეული დიპლომატებისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება, რაც სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს...