პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.

საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

განხილვების შედეგად კი, განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.

პრემიერ-მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მთავრობის მეთაურისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761839105

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას, ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა კონცეფციით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებთან და...

გივი მიქანაძ

1761836784

საზოგადოება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია

ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვა...

ირაკლი კობახიძ

1761834623

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება ეს პარტიები, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ეფექტის მომტანი ნებისმიერი სხვა ექსტრემისტული დაინტერესების მქონე ძალისთვის

როდესაც პოლიტიკური ველი არის ფაქტობრივად ოკუპირებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს ართულებს იმ შესაძლებლობას, რომ პარალელურად გაჩნდნენ სერიოზული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ, - გ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1761831962

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები შეზღუდულია და NGO-ებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა. უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, საქართველოში დაფინანსების საკითხებს

თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1761829934

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი, ვალუტა