თორნიკე ჭეიშვილი: მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება ეს პარტიები, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ეფექტის მომტანი ნებისმიერი სხვა ექსტრემისტული დაინტერესების მქონე ძალისთვის
როდესაც პოლიტიკური ველი არის ფაქტობრივად ოკუპირებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს ართულებს იმ შესაძლებლობას, რომ პარალელურად გაჩნდნენ სერიოზული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ მოხდეს პოლიტიკური წრეების იმ ძალებისგან გაწმენდა, რომლებიც არ არიან თანხვედრაში კონსტიტუციურ ნორმებთან და ყველაფერს აკეთებენ რომ მოხდეს კონსტიტუციური წესწყობილების ხელყოფა.
„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოხდება საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება, ამის შემდგომ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები შემოვლენ პოლიტიკურ ავანსცენაზე და შეეცდებიან, რომ შემოვიდნენ ოპონირებაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.
ექსტრემისტული მისწრაფებები გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები მოხვედრილიყვნენ ამ სარჩელში. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება ეს პარტიები, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ეფექტის მომტანი ნებისმიერი სხვა მსგავსი დაინტერესების მქონე ძალისთვის“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განმარტა, რომ შესაძლოა სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც აქვს მსგავსი არაკონსტიტუციური განწყობები, თუმცა რადგან ისინი არ წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის, არ მოხვდნენ ასაკრძალი პარტიების სიაში.
თორნიკე ჭეიშვილმა ასევე ისაუბრა პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ და აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ ფაქტობრივად თავი გადაირჩინა ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვედრისგან.
„ბოლო მომენტში შეიცვალა ვითარება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი არგუმენტი, რაც იქნებოდა მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის წარმოების საფუძველი, აღარ არის აქტუალური. ისინი პარლამენტში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ უკვე რამდენიმე დღეა. გახარიას პარტიამ ფაქტობრივად თავი გადაირჩინა შესაბამის პროცესში მონაწილეობისგან.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან და არც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ფიგურები ამ პარტიაში შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არიან დაცული“, - დასძინა თორნიკე ჭეიშვილმა.
1761836170
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართ...
1761831962
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები შეზღუდულია და NGO-ებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა. უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, საქართველოში დაფინანსების საკითხებს
თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს ს...
1761829934
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761829144
საზოგადოებაგივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდ...
1761828269
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...


























