Daily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა

„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდა და არ გარდაიცვალა. ბავშვი, რომელსაც ინიციალებით LL მოიხსენიებენ, ზრდა შეწყვიტა და სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, კიდევ უფრო დაპატარავდა.

გამოცემის ცნობით, ძმები ლ.ლ. და ჯ.ლ. 2017 წლიდან მოძალადე ლესბოსელებთან - ბრენდი კუნისთან და ბეკი ჰამბერთან ერთად ცხოვრობდნენ. შვილად აყვანა, ოფიციალურად, ექვსი წლის განმავლობაში არასოდეს დასრულებულა, მაგრამ კანადის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები ადგილობრივი ბავშვთა დახმარების საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ და ფაქტობრივად, გეი წყვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

როგორც გამოძიებით გამოვლინდა, გარყვნილები ბავშვებს შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, აშიმშილებდნენ და ცივ წყალს ასხამდნენ. სასამართლოში წაკითხულ სამედიცინო პერსონალის წერილში აღნიშნული იყო: „ამ წყვილის აღზრდის სტილი და მათი „უსაფრთხოების ზომები“ თერაპიულზე უფრო სასტიკი იყო. ისინი ბიჭებს კარვებში ძილს აიძულებდნენ, ოთახებს ბრეზენტით აფარებდნენ და ტანსაცმელს პლასტმასის შესაკრავებით ამაგრებდნენ. ორივეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, რაც უკონტროლო აფეთქებებს იწვევდა“.

სადისტები ამტკიცებდნენ, რომ უფროს ბიჭს „კვების დარღვევა“ ჰქონდა, რის გამოც, მათი თქმით, ბავშვები ზედმეტად გამხდრებად გამოიყურებოდნენ. ოჯახის ექიმმა გრეჰემ დანკანმა აღიარა, რომ მას შემდეგაც კი, რაც გაიგო, რომ ბიჭმა ერთ წელიწადში 5 კილოგრამი (11 ფუნტი) დაიკლო, მან არ გასინჯა ბავშვები ტანსაცმლის გარეშე, არ გაუზომა მათი არტერიული წნევა და არ აკონტროლა მათი დიეტა. 2022 წლის 21 დეკემბერს, ერთ-ერთი ძმა სახლის სარდაფში უგონო მდგომარეობაში, სველი და გამხდარი იპოვეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლესბოსელებმა აღიარეს დანაშაული პირველი ხარისხის მკვლელობაში, უკანონო პატიმრობაში, ელვაშესაკრავებით თავდასხმასა და გარდაცვლილი ბავშვის უმცროსი ძმისთვის დახმარების გაუწევლობაში. ჯ.ლ. ბავშვთა კეთილდღეობის ორგანოებმა მეურვეობიდან გაათავისუფლეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761852584

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს დაპირება შეგვესრულებინა

ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE" კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე...

ლევან მაჭავარიანი

1761852492

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში

როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რო...

ლევან მაჭავარიანი

1761850591

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1761847492

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...

მიხეილ ყაველაშვილი

1761843341

მსოფლიო

CNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...

 ცხედარი გადასცა