გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას, ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა კონცეფციით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრის შემდეგ.

​როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კონცეფციის განხილვას ითვალისწინებს.

„ჩვენ მოვისმინეთ თითოეული უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია. კონცეფციაში წარმოდგენილ პრობლემებზე საუბრისას აღინიშნა, რომ რეალურია ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს უმაღლესი სასწავლებლები დგანან. ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც კონცეფციით არის განსაზღვრული. ამასთანავე ვთქვით, რომ ეს განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, ამ განხილვების შედეგად, უკვე საბოლოო პოზიციების შეჯერება იქნება შესაძლებელი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჯერ კომისიამ მოახდინოს მისი საბოლოო მხარდაჭერა, ხოლო შემდგომ ამის საფუძველზე მოხდეს მთავრობის მიერ კონცეფციის დამტკიცება და დაიწყოს უშუალოდ მასში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთავრობის მეთაური და მთლიანად ხელისუფლება დიდ პრიორიტეტს ანიჭებს განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებას. ის მნიშვნელოვანი და მართლაც ფუნდამენტური პროცესი, რაც პრემიერის ინიციტივით წამოიწყო, რეალურად არის განხილვის პროცესში და მისი განხორციელების პირველი ნაბიჯები მალევე დაიწყება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761840647

საზოგადოება

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურ...

კობა გაბუნია

1761839709

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: პრემიერთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები და დაიწყება მუშაობა მასშტაბურ დოკუმენტზე

პრემიერ-მინისტრთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს, - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი...

ჯაბა სამუში

1761839639

საზოგადოება

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: პრემიერის წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და აუცილებელი, ეს გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი, - განაცხადა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ პრემიერ-მინისტ...

შალვა კირთაძე

1761836784

საზოგადოება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია

ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვა...

ირაკლი კობახიძ

1761836170

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართ...

პრემიერ-მინისტრ