ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: პრემიერის წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და აუცილებელი, ეს გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი
პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი, - განაცხადა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც მის საგანმანათლებლო ტრადიციებს შეეფერება.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კონცეფცია, რაც არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს პირველ რიგში გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და უფრო მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი და ესეც გამოჩნდა ამ შეხვედრის შედეგად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იღებს იმ სტატუსს, რაც მის ტრადიციას, მის წარსულს და მის მომავალსაც შეშვენის. ეს არის არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ რეგიონისთვის განსაკუთრებული სიცოცხლის მიმცემი. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, რადგან ქუთაისი ოდითგანვე იყო განათლების კერა და მომავალშიც იქნება“, - განაცხადა შალვა კირთაძემ.
1761839105
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას, ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა კონცეფციით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებთან და...
1761836784
საზოგადოებაჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია
ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვა...
1761836170
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართ...
1761834623
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება ეს პარტიები, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ეფექტის მომტანი ნებისმიერი სხვა ექსტრემისტული დაინტერესების მქონე ძალისთვის
როდესაც პოლიტიკური ველი არის ფაქტობრივად ოკუპირებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს ართულებს იმ შესაძლებლობას, რომ პარალელურად გაჩნდნენ სერიოზული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ, - გ...
1761831962
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები შეზღუდულია და NGO-ებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა. უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, საქართველოში დაფინანსების საკითხებს
თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს ს...



























