პრემიერი: ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული.
„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი — ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1748635650
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაშინაც ვიცოდი, როგორ გეგმავდნენ გარე აქტორები აქ პროცესებს და როგორ ხდებოდა აქცენტის გადატანა სალომე ზურაბიშვილზე
„პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი. ვიძახდი – მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, რომ მათი გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. მათი დაგეგმილი შეიძლება, ბევრმა არც იცოდა, მ...
1748634278
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია
„თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს, დამარცხდება ამერიკა, ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბ...
1748632442
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია
„ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ...
1748631274
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა
26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტები ჩანს. გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამ...
1748629545
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია
„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...