პრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს

როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.
„თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე, ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში“, - განაცხადა პრემიერმა.
1757620270
საზოგადოებაპრემიერი: სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად ჩანს, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არჩევნებში და არც ქუჩაში
სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...
1757612316
მსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...