პრემიერი: გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია - არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება, ახლა გაიგეს, ამიტომ უწევთ, რომ დეპუტატები პარლამენტში შემოიყვანონ

 გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია, ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

პრემიერის თქმით, მათ უწევთ, რომ შეიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან.

„გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია. ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით. შემოვლენ. თავის დროზე კანონი არ იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება. ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან. საინტერესო არ არის, შემოვლენ, არ შემოვლენ, არაფერს არ ცვლის“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757620171

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს

 როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...

ირაკლი კობახიძე

1757618565

საზოგადოება

გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...

გედევან ფოფხაძე

1757616318

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....

კრისტოფერ ლანდაუ

1757614098

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...

ჩარლი კირკი გარდაიცვალა

1757612316

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა

 აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...

მკვლელი