ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ ხაბეიშვილს, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანარჩენზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლისა და კანონის უზენაესობა. ეს პრინციპია მთავარი, რასაც მაქსიმალურად მკაცრად ვამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის უწყებებზე. რაც შეეხება კავშირს ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დაკავებას შორის, ასეთი პირდაპირი კავშირი, არ ვიცი, მე არ ვარ უფლებამოსილი უარვყო ან დავადასტურო ასეთი რამ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად, ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, კონკრეტულად პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება.
ის წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს, კონკრეტული წყაროდან და მოგვიანებითაც აგრძელებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. ჯერ იყო 3000 ლარი, შემდეგ გახდა 5000 და სახელფასო უწყისში იყო გამოყენებული მის მიმართ სახელი - ანიტა. მე არასდროს მიფიქრია შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. შავი ფულის უწყისში ეწერა ეს სახელი და 3 000 ლარიდან ბოლო პერიოდში 5 000 ლარამდეც გაუზარდეს მას ხელფასი.
ახლა რამდენს იღებს, არ ვიცი. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა ის ამ თანხას, აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ. ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა საპარლამენტო დარბაზშიც. დაახლოებით სამი წლის წინ. ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. ხაბეიშვილს ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა ალბათ საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...
1757612316
მსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...