ირაკლი კობახიძე: მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა

მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე, ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს.
„ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დღის წესრიგისმაგვარსქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ჰგავს არც ერთი არც ქართველს, არც ქალს, არც კაცს, ყველაფერი, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...
1757612316
მსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...