ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი გუნდისთვის, ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ

ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. თვითონ ეს ფაქტი, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანე, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სისტემა, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლის ჭრილში 700 მლნ ლარი დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში. ეს არის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოები, განსაკუთრებით ელექტროსისტემა, „საქრუსენერგო“, სხვა საწარმოები, ეს არის საქართველოს რკინიგზა და სხვა სფეროებში მოქმედი სახელმწიფო საწარმოები. ჩვენ საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ, ასევე ინსტიტუციური ცვლილებები. წარსულში როგორც კეთდებოდა საქმე, ისე რომ გაკეთებულიყო, 700 მლნ ლარით მეტი დაუჯდებოდა ეს სახელმწიფოს. დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი დანაზოგია.
ეს ფაქტებიც აჩვენებს იმას, რომ ზოგადად, ვზრუნავთ სისტემის გაჯანსაღებაზე და მეორე, წარსულში რაც მოხდა, დანაშაულები, ამის გამოვლენაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. როდესაც ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, ცდუნება იზრდება კორუფციასთან მიმართებით, ზოგადად, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეფექტური ზომების მიღება იმისათვის, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...
1757612316
მსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...